საქართველოს ბუნებისა და ისტორიის როლი ქართულ არქიტექტურაში
პროექტის აქტუალობა ახალგაზრდობამ გააცნობიეროს და პატივი სცეს საქართველოს ისტორიულ
წარსულს, ასევე
იცოდეს კლიმატისა და ბუნებრივი პირობების გავლენა ქართულ არქიტექტურაზე.
პროექტის მიზანი: საქართველოს
რელიეფის, კლიმატის და საქართველოს წარსული ისტორიის გავლენა ქართულ არქიტექტურაზე.
მონაწილეთა ასაკი:
13-14-წელი
ვადები: 15.03 -დან 15.04-მდე,
2017 წელი.
მოსალოდნელი შედეგი: შეისწავლიან მთლიანად საქართველოს ყველა კუთხეს. გამოუმუშავდებათ
თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ასევე განუვითარდებათ შემოქმედებითი
უნარები. შეძლებენ გააკეთონ ჩანახატები, გამოუშვან
კედლის გაზეთი,გადაიღონ სურათები და გააკეთონ სტენდი. ინტერნეტიდან
მოძიებული ფოტო მასალებით(თან დართული შესაბამისი ლინკით)და მოსწავლეებისაგან გადაღებული ფოტოებით PP სლაიდშოუს ჩვენება.
პროექტის მსვლელობა: აქტივობები:
1.პროექტის თემის
შერჩევა.მოსწავლეებთან ერთად შეავარჩიე პროექტის თემა და მიზანი;
2.მოსწავლეთა დაჯგუფება:
კლასმა სამუშაოდ აირჩია ჯგუფური მუშაობის ფორმა.
საქართველოს მხარეები დავყავი 4ჯგუფად და კენჭის ყრის პრინციპით გადაინაწილეს სამუშაო;
3.ინფორმაციის მოძიება;
4.პროცესის გაკონტროლება.შევადგინე
ჯგუფებთან შეხვედრების სამუშაო გრაფიკი, რის მიხედვითაც ეტაპობრივად ვამოწმებდი მუშაობის პროცესს.
5.ჯგუფების შეხვედრების
ორგანიზება მოხდა ჩემს მიერ, როგორც პროექტის
ხემძღვანელი6.ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია.
გეო: IX-10 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ქართული ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას
საქართველის ბუნებრივ პირობებთან, ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის
სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით.
პროექტის ხემძღვანელი: მზია გავაკეთაშვილი
ელ.ფოსტა: mziagavaketashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mziagavaketasvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment